ევროპის ლიგიდან კრასნოდარამდე - კვირის პალიტრა

ევროპის ლიგიდან კრასნოდარამდე

რუსულ პრემიერ-ლიგაში დიდი ფული ჩაიდო... და როცა დიდ ფულს გიხდიან, ყურადღებას აღარ აქცევ მახაჩყალაში მიდიხარ, გროზნოში, კრასნოდარში თუ ნოვოსიბირსკში. ჰოდა, თუ გულიტი, კარლოსი, კურანი და სხვები დაადგნენ ამ გზას, ქართველი ფეხბურთელებისა რაღა უნდა გაგვიკვირდეს? არც გვიკვირს...

თუმცა, საქართველოს ნაკრების მცველის - ალექსანდრე ამისულაშვილის საქციელი მაინც მოულოდნელი იყო არა მხოლოდ ახალი, არამედ ძველი კლუბის გამოც. გასული ზაფხულის შემდეგ ალეკო თურქული "ქაისერისპორის" ღირსებას იცავდა და შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო, თუმცა...

შესთავაზა თუ არა "კრასნოდარმა" (რა გადაუხადეს ასეთი?) ჩვენთან გადმოდიო, არც დაფიქრებულა, ისე მიატოვა თანამემამულე შუა სეზონში და კრასნოდარულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა. "ქაისერი" ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის, მაგრამ როგორც ჩანს, ამისულაშვილისთვის საკლუბო წარმატებებზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა...