ასათიანიც კარლოსთან? - კვირის პალიტრა

ასათიანიც კარლოსთან?

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონმა - ბრაზილიელმა რობერტო კარლოსმა უკვე მოირგო ახალი კლუბის - მახაჩყალის "ანჟის" მაისური.

დაღესტნური გუნდის ამბები კი ჩვენ იმიტომ გვაინტერესებს, რომ "ანჟიში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ. ნუკრი რევიშვილისა და ირაკლი კლიმიაშვილის გარდა, შესაძლოა, გაჯი გაჯიევის გუნდში მალხაზ ასათიანიც ჩაირიცხოს.

თუ რუსულ პრესას ვერწმუნებით, "ასკას" ანჟიში თითქმის იგივე ანაზღაურება შესთავაზეს, რასაც მოსკოვის "ლოკომოტივში" იღებდა, თუმცა, მალხაზს რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ - 10 მარტამდე ჯერ კიდევ აქვს დრო და თუ იქამდე უკეთესი კლუბი ვერ გამოძებნა, ალბათ, ისიც დაღესტნელებს შეუერთდება.