მგლებზე უფრო მგლები - კვირის პალიტრა

მგლებზე უფრო მგლები

პორტუგალია 12-13 საქართველო

ტყუილად როდი ჰქვიათ პორტუგალიელ მორაგბეებს "ლობუში" ("მგლები"). ჩვენთვის ისინი ყოველთვის უხერხული მეტოქეები იყვნენ, საკუთარ მოედანზე არბიტრიც ხშირად ემხრობა, თუმცა, ბორჯღალოსნები ამჯერადაც მათზე "უფრო მგლები" გამოდგნენ და პირენეელები საკუთარ "ბუნაგშივე" დატოვეს კუდამოძუებული.

თუ წინა ორ მატჩში უკრაინასა და ესპანეთს ჯამში 19 ლელო გავუტანეთ, ლისაბონურ შეხვედრაში მხოლოდ ერთადერთი ლელო გავიდა - კაჭარავას ლამაზმა ნახტომმა ტაიმიც მოგვაგებინა და როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა - მატჩიც. უაღრესად დაძაბული მატჩის კულმინაცია კი მასპინძელთა მხრიდან დამატებით დროში დანიშნული, მორიგი უსამართლო საჯარიმოს გაცუდება გამოდგა. დიახ, შეცდომა ჩვენც საკმაოდ გვქონდა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ და სამი მოგებით "ერთა თასზე" კვლავაც ლიდერები ვართ...