არგენტინელი ლეგენდა "ბარსელონას" ტოვებს? - რა განცხადებით მიმართა ლიონელ მესიმ საფეხბურთო კლუბს? - კვირის პალიტრა

არგენტინელი ლეგენდა "ბარსელონას" ტოვებს? - რა განცხადებით მიმართა ლიონელ მესიმ საფეხბურთო კლუბს?

მთელი საფეხბურთო სამყარო დიდი ცვლილებების მოლოდინშია, სეზონი პრაქტიკულად დასრულდა და იწყება ტრანსფერების პერიოდი, თუმცა 25 აგვისტოს საფეხბურთო სამყაროს ყურადღება "ბარსელონას" ირგვლივ დაწყებულმა ისტორიამ მიიპყრო.

სამშაბათს "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "ესოშიეითედ პრესს" ოფიციალურად დაუდასტურა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელ მესიმ, მათ სწრაფი კორესპოდენციის სერვისის საშუალებით (Burofax) განცხადება (წერილი)მისწერა, რომელშიც მესი კატალონიური კლუბის დატოვების სურვილს გამოთქვამს.

მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

33 წლის არგენტინელმა გადაწყვეტილება, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მიუნჰენის ბავარიასთან განცდილი მარცხიდან 11 დღის შემდეგ მიიღო. შეგახსენებთ " ბავარიამ" გუნდი 8:2 დაამარცხა, რაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მტკივნეული მარცხი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასთვის" წლევანდელი სეზონი რთული იყო.

კატალონიური კლუბი 2014 წლის შემდეგ პირველად დარჩა ტიტულების გარეშე. "ლა ლიგაში" პირველი ადგილი მადრიდის "რეალს" დაუთმო და გამოვარდა ესპანეთის თასის გათამაშებიდან.

ბოლო წლებში კლუბი, ძველი ვარსკვლავური შემადგენლობიდან ბევრმა მოთამაშემ დატოვა.

ფეხბურთის ექსპერტები და მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ კლუბი რთულ, გარდამავალ პერიოდში იმყოფება, სხვები კი ღიად საუბრობენ კლუბის კრიზისსა და "ოქროს ეპოქის" დასასრულზე.

სხვა დანარჩენთან ერთად, კორონვირუსისის პანდემიამ, კლუბს დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა.

33 წლის მესი ექვსგზის "ოქროს ბურთის"(მსოფლიოს საკუთესო ფეხბურთელის ტიტულის) მფლობელია.

მესის მხრიდან კლუბის დატოვების მცდელობას, კონტრაქტიდან გამომდინარე, შესაძლებელია იურიდიული გარჩევები მოჰყვეს. მესი, კლუბის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში, კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტს ეყრდნობა, რომელიც ფინანსური ჯარიმების გარეშე აძლევს კლუბის დატოვების საშუალებას. კლუბის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ამ პუნქტს ვადა ივნისში ამოეწურა, შესაბამისად კლუბი, საქმეში იურისტების ჩართვას გეგმავს.

მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში კლუბის დირექტორთა საბჭო შეიკრიბება და ამ საკითხს განიხილავს.

ლიონელ მესი "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემისს აღზრდილია და 17 წლიდან ძირითად შემადგნელობაშია.

მესიმ "ბარსელონას" რიგებში 10 "ლა ლიგა", 4 ჩემპიონთა ლიგა, 6 ესპანეთის თასი, 8 ესპანეთის სუპერთასი, 3 ევროპის სუპერთასი და 3 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

(სპეციალურად საიტისთვის)