კანადამდე ცოტა დაგვაკლდა - კვირის პალიტრა

კანადამდე ცოტა დაგვაკლდა

პორტუგალიაში სტუმრად გამარჯვებამ (13:12) საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რეიტინგში მცირედით დააწინაურა და ამჟამად ჩრდილოამერიკელებს

მხოლოდ 0,12 ქულით ჩამოვრჩებით. ლისაბონში 15 ქულაზე მეტი სხვაობით რომ მოგვეგო, კანადელებს ჩამოვაქვეითებდით და მათ ნაცვლად ახლა ჩვენ ვიქნებოდით მე-14 პოზიციაზე. თუმცა, ეგ არაფერი, - თუ 12 მარტს თბილისში რუმინელებს დავამარცხებთ, რეიტინგში "ნეკერჩხლების" ჩამოტოვებას მოვახერხებთ.