ვინ არის მწყემსი, რომელმაც "დინამოს" 3 გოლი გაუტანა და რა სკანდალში გაეხვა ის წლების წინ - კვირის პალიტრა

ვინ არის მწყემსი, რომელმაც "დინამოს" 3 გოლი გაუტანა და რა სკანდალში გაეხვა ის წლების წინ

თბილისის "დინამოს" გუშინდელმა მარცხმა "კლავსიკთან", მთელ ქვეყანას გული დასწყვიტა. მარცხი კი ნამდვილად არასასიამოვნო იყო 6:1.

"დინამოს" მეტოქე ტრადიციული კლუბი იყო, რომელიც რომელიც 104 წლის წინ დაარსდა. "კლაკსვიკმა" ისტორიაში 18-ჯერ მოიგო ფარერების ჩემპიონატი, ექვსჯერ თასს, ხოლო ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.

გუნდმა ევროპულ საკლუბო ტურნირებზე პირველად 1992 წელს ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენმა გუშინდელმა მეტოქემ სულ ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ამათგან ხუთი წააგო. უეფას თასსა და ევროპალიგაზე ოცჯერ ითამაშა (3 მოგება, 6 ფრე, 11 წაგება), ხოლო თასების თასზე 2 მატჩი ჩაატარა, ერთი მოიგო და ერთიც - წააგო.

გუნდს 44 წლის ადგილობრივი სპეციალისტი, მიკიალ ტომასენი წვრთნის. ის თავის დროზე მოქმედი ფეხბურთელი გახლდათ და ფარერების ეროვნულ ნაკრებშიც 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

"კლაკსვიკს" ჰყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც სისტემატურად თამაშობენ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მათ გარდა, არის რამდენიმე ლეგიონერი. ისინი გუნდისათვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.

გუშინდელ დაპირისპირებაში კი თავი პელ კლეტსკარდმა იჩინა და ჰეთ-თრიკი, 3 გოლი გაიტანა "დინამოს" კარში.

ერთი შეხედვით არაფერი უცნაური, მაგრამ კლეტსკარდი ფეხბურთის გარდა სხვა, ფარერებისთვის ტრადიციული საქმიანობითაა დაკავებული, ის თავისუფალ დროს ცხვრებს მწყემსავს. აღსანიშნავია რომ ფარერების კუნძულის მცხოვრებლებისთვის ეს ტრადიციული საქმიანობაა.

ფეხბურთელი პელ კლეტსკარდი 1990 წლის 17 მაისს დაიბადა, დედამისი ოლივია კლეტსკარდი ფარერის კუნძულზე პარლამენტის წევრი იყო. მათი გვარი კლეტსკარდი კუნძული კუნოის სოფელ, სკარდიდან მოდის, პელის დიდი ბაბუა კუნძულის ბოლო მაცხოვრებელი იყო. 1913 წლის 23 დეკემბერს სკარდინზე საშინელი ინციდენტი მოხდა, კუნძულზე მცხოვრები 7 მეთევზე-მეზღვაური ზღვაში შევიდა, ისინი საშინელ შტორმში მოხვდნენ და უკან აღარ დაბრუნებულად. პოლ კლეტსკარსი, პელის დიდი ბაბუის მამა იმ 7 მეთევზეს შორის ერთ-ერთი იყო, პელის ბაბუა მაშინ 10 წლის იქნებოდა. კუნძულზე მხოლოდ 10 წლის ბიჭუნა და დედამისი დარჩნენ, მალევე მათაც დატოვეს კუნძული და თავის გადარჩენა შეძლეს. ამ ინციდენტიდან წლების შემდეგ კუნძლზე მეთევზე-მეზღვაურების მემორიალი დადგეს.

2013 წელს პელ კლეტსკარდი ფარერის კუნძულის საფეხბურთო ნაკრებში ჩაირიცხა და ამავე წლის 7 ივნისს, ტაილანდთან თამაშის დროს, მისი დებიუტიც შედგა. კუნძულზე მოხვედრიდან მალევე, პელი იქაურ ჩვეულ ცხოვრებას შეუდგა, თავისუფალ დროს ის ცხვრების მწყემსვითა და უცხო ჯიშის ვეშაპებზე ნადირობით იყო დაკავებული.

2016 წელს ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა, ფარერის კუნძულის ახალი ამბების სააგენტომ პელისა და მისი თანაგუნდელის ფოტოები გაავრცელეს, სადაც ისინი ერთ-ერთ ყურეში ვეშაპებზე ნადირობდნენ, ფარერის კუნძულზე ეს შემზარავი ტრადიცია უვე 1000 წელია გრძელდება. კლეტსკარდმა კი ამ ქმედების გამო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ბევრი შეტყობინება მიიღო და საზოგადოება ფეხბურთელის მხრიდან ამ ქმედებას არ ელოდა, პელმა ფანები და ცხოველთა დამცველები ძალიან გაანაწყენა.

გიორგი ლორია ელენე მეტრეველი

(სპეციალურად საიტისთვის)