“ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა" - როგორ მიულოცა ფეხბურთელებს კახი კალაძემ გამარჯვება - კვირის პალიტრა

“ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა" - როგორ მიულოცა ფეხბურთელებს კახი კალაძემ გამარჯვება

დედაქალაქის მერი, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა:

"გამარჯვებას გილოცავ საქართველო! ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს!

იმედი მაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.

მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა."- წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.

ინფორმაციისთვის, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

წყარო