ყველაზე "მახრჩობელა" გურამი - კვირის პალიტრა

ყველაზე "მახრჩობელა" გურამი

შერეული ორთაბრძოლების ტურნირი M-1 Challenge სულ უფრო პოპულარული ხდება წესების გარეშე ბრძოლის მოყვარულთა შორის.

თუმცა, საქართველოში ბევრმა არც იცის, რომ ორთაბრძოლის ამ სახეობაში ჩვენც გვყავს გამორჩეული სპორტსმენი. 13 ბრძოლა და ამდენივე გამარჯვება - ასეთია 24 წლის გურამ გუგენიშვილის სტატისტიკა.

ქართველი გოლიათის (გურამის სიმაღლე 195 სმ-ია - ავტ.) მორიგ მსხვერპლად რუსი მაქსიმ გრიშინი იქცა, რომელსაც მოსკოვის "კროკუს-სიტის" არენაზე ჩვენებურმა 183 წამში მოუთავა საქმე მახრჩობელა ილეთით. იმ დღეს კიდევ რამდენიმე სატიტულო ბრძოლა გაიმართა, მაგრამ დღის საუკეთესო მტკივნეულ მახრჩობელა ილეთად სწორედ გურამის მიერ შესრულებული ილეთი აღიარეს. ამ გამარჯვებით გუგენიშვილმა M-1 Challenge -ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.