ხორვატიის ქალაქ პორეცში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალს -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა.ფინალში გრიგალაშვილმა შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი დაამარცხა.ტატომ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი ფრანგ უგო მეტიფოს, აზერბაიჯანელ ზელიმ ტჩკაევს, იტალიელ ტიციანო ფალკონეშ და უნგრელ რობერტ რაჩკაის სძლია.sportall.ge