საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელების მარცხმა გულშემატკივარი განსაკუთრებულად გააწბილა, მათ შორის ბევრი მათგანი სოციალურ ქსელში ნაკრების მწვრთვნელს აკრიტიკებს.
პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩვენი ფეხბურთელების მარცხის მიზეზებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
შარშანვე ვიცოდით, რომ მაკედონია/კოსოვოს წყვილში გამარჯვებულთან მოგვიწევდა გასვლისთვის თამაში და ისიც ვიცოდით, რომ პოტენციურად (ფეხბურთელების კრებსითი კლასით) ორივე გვჯობდა. ამაზე მოწმობდა მათი თამაშის ხარისხიც და
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ნაჩვენები შედეგებიც (ორივე თავის ჯგუფში ჯიგრულ მე-3 ადგილზე გავიდა). ჩვენი იმედი იყო: 1) შინ თამაში და მაყურებლის ენერგეტიკა; 2) ჩაკვეტაძე / კვარაცხელია კარგი სათამაშო ფორმა; 3) სათამაშო დისციპლინა და მწვრთნელის მიერ ტაქტიკური დუელის მოგება მეტოქის მწვრთნელთან...
პანდემიამ პირველი და მეორე ფაქტორები გააქარწყლა
ასევე დაგაინტერესებთ
მარტო სათამაშო დისციპლინა და ჯიგარი (რასაც ბიჭებს ვერ დავუკარგავთ) არ გვეყო! მაყურებლიან, ხვიჩიან, ჩაკვეიან ნაკრებს შეიძლება ყოფნოდა კიდეც, მაგრამ ამ მოცემულობაში არ გვეყო... უფრო ძლიერები არიან! უფრო ძლიერთან მოგებაც შეიძლება რაღაც ფაქტორები თუ დაემთხვევა (ცოტა გამართლებაც საჭიროა, როგორც მაკედონიას პენალტი დაუდეს სკოპიეში), მაგრამ არ დაემთხვა...
ესაა რაცაა! თავს ზემოთ ვერ ავხტით!
შემდეგზე უნდა ავხტეთ!.. ან კლასით გავიზარდოთ და დამსახურებულად მოვიგოთ..."- წერს გიორგი მოსიძე