გურულებმა გადარიეს მთელი დუნია - ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთმა" რუმინეთის ჩემპიონი "კლუჟი" დაამარცხა
გურულებმა გადარიეს მთელი დუნია - ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთმა" რუმინეთის ჩემპიონი "კლუჟი" დაამარცხა
დღეს, 19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.

გურულმა გოგონებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მასპინძლებმა კი, პირიქით, აქიტიურად და ხშირად უტევდნენ კიდეც, თუმცა "ლანჩხუთის" კართან ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. აღსანიშნავია, რომ ქართველთა მეკარე გაბუნია საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ბურთიც მოიგერია.

გურულმა გოგონებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომრეობა დააფიქსირა. ამ მომენტიდან
1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას კარგი შანსი შეექმნა, მაგრამ

მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში კი "კლუჟის" შეტევების სიმწვავემ იკლო, "ლანჩხუთის" მეკარე ისევ კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე კი ჭყონიამ ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რუმინელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ორჯერ შეექმნათ - 88-ე წუთზე მირეამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ბოლო წამზე ლანჩხუთელებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი და თამაშიც დამთავრდა.

ამრიგად, "ლანჩხუთი" ისტორიის წერას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის "ნოკაუტის" სტადიაზე გავიდა.


sportall.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-01-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-01-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები