რეკორდსმენი ვილია - კვირის პალიტრა

რეკორდსმენი ვილია

გასულ კვირას, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრებმა "ევრო-2012"-ის შესარჩევ მატჩში ჩეხეთს 2:1 მოუგო - მასპინძელთაგან ორივე გოლი "ბარსელონას" ფორვარდმა დავიდ ვილიამ გაიტანა.

ამაში განსაკუთრებული არაფერია, მით უმეტეს, რომ ვილიასთვის ეს ნაკრების მაისურით შესრულებული მეშვიდე დუბლი გახლდათ, თუმცა, საქმე ის არის, რომ გასულ კვირას გატანილი ამ ორი გოლის წყალობით დევიდმა რაულის რეკორდი გააუმჯობესა და ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნაკრების მაისურით ჩატარებულ 102 მატჩში რაულს 44 ბურთი აქვს გატანილი, 29 წლის ვილიამ კი 72 შეხვედრაში 46 გოლს მოუყარა თავი.