საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა
ევრობასკეტი - 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია. ჩვენი გუნდი დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება და პირველი მეოთხედი გუნდმა 27:24 მოიგო.

მეორე პერიოდის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, შერმადინიც გააქტიურდა, პირველი ტაიმი კი 56:49 მოიგო.

მეოთხე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაიბრძოლა, ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდეც შეამცირა,
მაგრამ საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრაც მოიგო.

საქართველოს გუნდიდან 24 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 17 - შენგელიამ, 12 - ბაქრაძემ, 11 - შერმადინმა, 9 კორსანტიამ, 8 - ფევაძემ, 6- ბექაურმა, 3 - ბოქოლიშვილმა და 1 - ლონდარიძემ, ხოლო სტუმართაგან 19 ქულით ყველაზე
შედეგიანი მარკო მლადიანი იყო.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები