"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა საქართველოს ეროვნული ფედერაციის, მხატვრული ტანვარჯიშის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა"
"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა საქართველოს ეროვნული ფედერაციის, მხატვრული ტანვარჯიშის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა"
მხატვრული ტანვარჯიშის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს სალომე ფაჟავა დაიკავებს.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხატვრული ტანვარჯიშის თითოეულ წარმომადგენელს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა საქართველოს ეროვნული ფედერაციის, მხატვრული ტანვარჯიშის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, განსაკუთრების იმ პირობებში, რომ მოქმედი სპორტსმენი ვარ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მზად ვარ ჩემი მთელი ძალისხმევა მაქსიმალურად ჩავდო ჩვენი სახეობის განვითარებაში. არაერთი წელია ვმოღვაწეობ ამ სფეროში, როგორც უშუალოდ სპორტსმენი, ძალიან ბევრი გამოწვევა მხვდა წილად, ჩემი კარიერის განმავლობაში და ჩემი დიდი სურვილია ჩვენი,
თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით კიდევ უფრო გავაძლიეროთ მხ. ტანვარჯიში და მჯერა, რომ საერთო მიზნებითა და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ!" - წერს სპორტსმენი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის,  2019 წელს, მხატვრული ტანვარჯიშის გრან პრიზე , რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგა,  სალომე ფაჟავამ პირველობა ოქროს მედალი დაისაკუთრა. ახალგაზრდა
ქართველმა სპორტსმენმა უმაღლესი სინჯის მედალი გურზებით გამოსვლაში მოიპოვა.

უკრაინულ ტრიუმფამდე, 21 წლის ქართველმა ტანმოვარჯიშემ მოსკოვის გრან პრიზე, გურზებით გამოსვლაში გაიბრწყინა და ბრინჯაოს მედალი აიღო. სალომე ფაჟავა საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენია. მედლები მას ასევე მოპოვებული  2016 წლის ბრნოს გრან პრიზე და 2018 წლის ჰოლონის გრან პრიზე.  2012 წელს სპორტსმენმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ გამოსვლაში ბრინჯაო მოიგო. 2015 წლის ევროპის თამაშებზე კი მესამე ადგილს დასჯერდა.


მკითხველის კომენტარი (1)
ჰლ
05 დეკემბერი 2020 10:54
წარმატებები სალომე!
პასუხისმგებლობა, რომელიც შენში დევს, მჯერა ამ თანამდებიბაზე კეთილად და წარმატებით გამოიყენებ... :)
არაფრის შეგეშინდეს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები