ბოსნიაში ფეხბურთი დამთავრდა - კვირის პალიტრა

ბოსნიაში ფეხბურთი დამთავრდა

ერთი პრეზიდენტი გაგვიგია, ორი, ერთმანეთის კონკურენტი კანდიდატიც... მაგრამ თურმე შეიძლება ორგანიზაციას ერთდროულად მართავდეს... სამი პრეზიდენტი!

სწორედ ასეთი სიტუაციაა შექმნილი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციაში და მდგომარეობა არც ფიფასა და უეფას მიერ დაწესებული ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ გამოსწორებულა.

შედეგად, მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა უმკაცრესად დასაჯეს - 1-ელი აპრილიდან ამ ქვეყნის ნაკრებებს და კლუბებს ფიფაუეფას მიერ ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ! ასე რომ, ბოსნია-ჰერცეგოვინას ფეხბურთი ეროვნული პირველობის ამარა დარჩა. სამაგიეროდ, პრეზიდენტები ჰყავთ თავზე საყრელად.