საფრანგეთის გრან პრიზე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
17-01-2021
საფრანგეთის გრან პრიზე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
საფრანგეთში გრან პრიზე (ანრი დეგლანის სახელობის ტურნირი ნიცაში) საქართველომ 10 წონით კატეგორიაში 9 მედალი მოიპოვა, მათ შორის 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 4 ოქროს მედალი მოიპოვეს გენო პეტრიაშვილმა, ნიკა კენჭაძემ, ბექა ლომთაძემ, ზურაბ იაკობიშვილმა, 2 ვერცხლი დავით ტლაშაძე და გივი მაჭარაშვილმა და 3 ბრინჯაო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ბექა ბუჯიაშვილმა, ირაკლი მწითურმა.

ერთადერთი, ვინც მედლის გარეშე დარჩა დავით მარსაგიშვილია, რომელიც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში  4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოში 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ?