ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მაია ჩიბურდანიძე  60 წლის გახდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მაია ჩიბურდანიძეს, 60 წლის იუბილეს ულოცავს.

"ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული ადამიანებით, პროფესიონალებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს. თუმცა მათ შორის არიან განსაკუთრებულად გამორჩეული სპორტსმენები, რომლებმაც გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მთელი ეპოქა შექმნეს.

სწორედ ასეთი გახლავთ მაია ჩიბურდანიძე, ლეგენდარული მოჭადრაკე, ვინც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.

ქალბატონმა მაიამ, ნონა
გაფრინდაშვილთან ერთად, აბსოლუტურად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქალთა ჭადრაკი და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუციით, ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრა.

მაია ჩიბურდანიძე გახლავთ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც 9 ოქროს მედალი მოიგო. მასვე ეკუთვნის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერის წოდება, ჭადრაკის „ოსკარის“ ოთხგზის გამარჯვებულის
ტიტული და არაერთი ინდივიდუალური პრიზი.

მთელი გულით ვულოცავ ქალბატონ მაია ჩიბურდანიძეს 60 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ“- ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები