Facebook-მა მესიც "ჩაითრია" - კვირის პალიტრა

Facebook-მა მესიც "ჩაითრია"

7 მილიონი 7 საათში

როგორც იქნა, მოხდა ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა მილიონობით ადამიანი - 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საკუთარი გვერდი გახსნა სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე". მანამდე არგენტინელი სუპერვარსკვლავის სახელით არაერთი თვითმარქვია იყო დარეგისტრირებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში. სწორედ ამიტომ ყოველგვარი შესაძლო კაზუსის თავიდან ასაცილებლად, საკუთარ ქომაგებთან ურთიერთობისთვის, მესიმ ოფიციალური გვერდის გახსნა გადაწყვიტა.

არგენტინელი ფეხბურთელის პოპულარობის ამბავი კარგად მოგეხსენებათ, თუმცა Fაცებოოკ-ზე მისმა გამოჩენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - დარეგისტრირებიდან საწყისი 7 საათის შემდეგ, მესის პერსონალურ გვერდს 7 მილიონამდე მომხმარებელი ესტუმრა! ჯერჯერობით, ლეო ჩამორჩება სოციალური ქსელების ორ მთავარ ვარსკვლავს - ლედი გაგას და კრიშტიანუ რონალდუს - სკანდალურად ცნობილ მომღერალს 32 მილიონი მომწონებელი ჰყავს, მესის მთავარ მეტოქე ფეხბურთელს კი - 23 მილიონი. თუმცა, ძნელი სავარაუდო არ არის, რომ არგენტინელი ვარსკვლავი "კონკურენტებს" მალე დაეწევა და გაუსწრებს.