მეივეზერს 100 მილიონი უნდა - კვირის პალიტრა

მეივეზერს 100 მილიონი უნდა

ამერიკელი მოკრივის, ფლოიდ მეივეზერ-უმცროსის განცხადებამ მამამისიც კი პირდაღებული დატოვა. უმცროსი მეივეზერი ფილიპინელ მსოფლიო ჩემპიონთან, მენი პაკიაოსთან შეხვედრის ჰონორარად, არც მეტი, არც ნაკლები...

100 მილიონ დოლარს ითხოვს. არადა, "საუკუნის მატჩის" ორგანიზატორები მზად არიან, საპრიზო ფონდის სახით სწორედ ამ თანხას ჩამოვიდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორთაბრძოლის ორივე მონაწილე 50-50 მილიონს მიიღებს. თუმცა, მეივეზერს ეს თანხა არ აკმაყოფილებს და 100 მილიონს ითხოვს. სწორედ ამან გააკვირვა მისი მამა - წარსულში არანაკლებ ცნობილი მოკრივე: "100 მილიონი ძალიან ბევრია. ერთი ბრძოლის სანაცვლოდ ასეთი თანხა არასდროს არავის აუღია - თვით მუჰამედ ალის და ჯო ფრეზერსაც კი. არ მესმის, რას ფიქრობს ჩემი შვილი", - აღნიშნა ფლოიდ მეივეზერ-უფროსმა.

და რას ფიქრობს უმცროსი მეივეზერის სიჯიუტეზე პაკიაოს გუნდი? "მეივეზერის საქციელი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მას ეშინია მენისთან ჩხუბის!" - ნათქვამია ფილიპინელის წარმომადგენელთა განცხადებაში. შთამბეჭდავი სტატისტიკის მიუხედავად (41 გამარჯვება ამდენივე ორთაბრძოლაში), როგორც ჩანს, უმცროსი მეივეზერი ნამდვილად უფრთხის პაკიაოს (52-3-2), თორემ დავიჯეროთ, 50 მილიონი მართლა ეცოტავება?!