დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება - კვირის პალიტრა

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა 7 თებერვალს, "მიხეილ მესხის" სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნებისა" და "დათვების" დაპირისპირება კოვიდ-პანდემიის გამო შარშან ორჯერ გადაიდო.

რუსეთს საქართველოს ნაკრებთან სულ ერთხელ, პირველ მატჩში აქვს მოგებული და 1993 წელს, მას შემდეგ კი, ერთადერთხელ, 2002 წელს მატჩი ფრედ დასრულდა. ბორჯღალოსნების ანგარიშზე 21 გამარჯვებაა, აქედან 18 ზედიზედ.

იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელები აქცენტს 2023 წლის მსოფლიო თასზე აკეთებენ, ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები.

დღევანდელ მატჩს პანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

"ინტერპრესნიუსი"