რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა:

პირველი ტაიმი ქულების გარეშე 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ვასილ ლობჟანიძემ ძალიან კარგი ინდივიდუალური ლელო დადოს. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

მალე რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო აბჟანდაძე ჯარიმიდან ზუსტი იყო - 10:0.

ამის შემდეგ "დათვების" გუნდმა შემოგვიტია და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დაასრულეს, გარ
დასხვა ძელებს შორის გაისინმა მოათავსა: 10:7.

ამის შემდეგ მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს ქულები. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 16:7.

ამჯერად, ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში 5-დან 5 შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც მათია.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები