ბექჰემი ოლიმპიადას უმიზნებს - კვირის პალიტრა

ბექჰემი ოლიმპიადას უმიზნებს

დევიდ ბექჰემმა გაამხილა, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირში სურს მონაწილეობა.

როგორც ცნობილია, ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებში 23 წელზე უფროსი ასაკის სამი მოთამაშის დამატებაა ნებადართული. "ოლიმპიადაზე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, თუმცა, უნდა მოვიცადო, თამაშებამდე ერთ წელიწადზე მეტია დარჩენილი და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, რა გამოვა ამ საქმიდან", - განუცხადა ბექჰემმა "გარდიანის" ჟურნალისტს. ჩვენ კი დავძენთ, რომ ლონდონის ოლიმპიადის გახსნისას, ინგლისელი ვარსკვლავი 37 წლის იქნება.