"ჯერჯერობით, ყველაფერი მოლაპარაკების დონეზეა. ზოგი ვარიანტი რეალურია, ზოგიც - ნაკლებად" - სად ვიხილავთ შოთი არველაძეს
"ჯერჯერობით, ყველაფერი მოლაპარაკების დონეზეა. ზოგი ვარიანტი რეალურია, ზოგიც - ნაკლებად" - სად ვიხილავთ შოთი არველაძეს
მალე საქართველოს ნაკრები შვედეთთან საგარეო მატჩით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს. ეს არის ერთ-ერთი თემა არჩილ არველაძესთან ძალიან საინტერესო ინტერვიუში, რომელიც "ლელომ" ჩაწერა.

საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევთან საუბარში, რა თქმა უნდა, შევეხეთ მისი ტყუპისცალის სამწვრთნელო მომავალსაც. 22 თებერვალს ძმებს 48 წელი შეუსრულდათ. მილოცვის შემდეგ პირველი კითხვაც დავსვით...

- ვილი სანიოლი უკვე თბილისშია. როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეიძლება მოასწროს ახალმა მწვრთნელმა შვედეთთან ოფიციალურ მატჩამდე?

- ძალიან რთულია ახლა იმის თქმა... ალბათ,
ნაკრების ფეხბურთელების ვიდეოების ნახვით იქნება დაკავებული. პირველ მატჩამდე დარჩენილ პერიოდში მას შეუძლია შთაბეჭდილება შეიქმნას იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ამ დროისთვის მიმდინარე ჩემპიონატებში თამაშობენ. ასეთია, მაგალითად, კვიპროსის პირველობა, სადაც ნაკრების ოთხი ფეხბურთელი თამაშობს...

მჯერა, სანიოლს ექნება ინფორმაცია, მაგალითად, ჯაბა კანკავას თაობაზე, რომელიც ახლა საფრანგეთში თამაშობს... პირადად მე,
ცოტა რთულად წარმომიდგენია, რომ სანიოლი უყურებდა, მაგალითად, რუსეთის ჩემპიონატის მატჩებს... სანიოლს დაეხმარებიან ასისტენტები, დაეხმარება ალექსანდრე იაშვილი, ვინც ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები ზუსტად იცის...

ეს ამ ეტაპზე აუცილებელია. მერე და მერე სანიოლს უკვე ვარჯიშებზე ექნება შეხება ფეხბურთელებთან... როცა მწვრთნელი საკუთარი თვალით ხედავს ყველაფერს, გაცილებით მეტ ინფორმაციას იღებს. ძნელია, ასე უცებ ჩამოხვიდე და როცა თამაშამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი, ეგრევე ბოლომდე გაერკვე ყველაფერში... არადა, პასუხისმგებლობა გაქვს აღებული. მინდა, წარმატება ვუსურვო ახალ მწვრთნელს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე!..

- ...არადა, მან მაგრად გარისკა - შვედეთთან მატჩამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი...

- ეს მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. თუ გადავხედავთ ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერას, ვნახავთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მას მხოლოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქვს ნამუშევარი. ჩემი აზრით, მას არ ჰქონდა მიწვევები წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან, ვთქვათ, ფრანგული და გერმანული კლუბებიდან... დღევანდელ ფეხბურთში, რა ძალისაც არ უნდა იყოს ნაკრები, მისი მწვრთნელობა ნებისმიერ შემთხვევაში პრესტიჟულია.

- სიმართლე ითქვას, ვილი სანიოლს ვერც კი წარმოვიდგენდით საქართველოს ნაკრების საჭესთან. თქვენ თუ მოიაზრებდით ასეთ რამეს? გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები