ამისულაშვილს გერმანია დასჭირდა - კვირის პალიტრა

ამისულაშვილს გერმანია დასჭირდა

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა.

ამისულაშვილმა, რომელიც საფეხბურთო კლუბ "კრასნოდარის" მოთამაშეა, სახის ტრავმა რუსეთის თასის მატჩის დროს მიიღო - "სპარტაკის" მცველმა საჰაერო ორთაბრძოლისას იდაყვი ისე ძლიერად ჩაარტყა სახეში, რომ ალეკო მატჩის მე-18 წუთზე შესაცვლელი გახდა.

მეტიც, მისი საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი. თემურ ქეცბაიას ნაკრებისთვის 28 წლის ცენტრალური მცველი შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და იმედია, მოედანზე დაბრუნებას მალე შეძლებს. ცნობისთვის: ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსფერო ფასის მიხედვით მოქმედ ქართველ ფეხბურთელებს შორის ამისულაშვილი მეორე ადგილზეა (2.500.000 ევრო) და მხოლოდ მალხაზ ასათიანს (3.800.000 ევრო) ჩამორჩება.