კლიჩკოს ჰეივანი - კვირის პალიტრა

კლიჩკოს ჰეივანი

როგორც იქნა, გადაწყდა, რომ სუპერმძიმე წონის სუპერმატჩი უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსა და ბრიტანელ დევიდ ჰეის შორის 2 ივლისს, ჰამბურგში ჩატარდება.

მსოფლიოს ორი საუკეთესო მოკრივის შეხვედრას დიდი ხანია ელიან, თუმცა, მიზეზთა გამო მატჩი რამდენჯერმე გადაიდო. ახლა, როცა ბოლოს და ბოლოს დადგინდა მომავალი დაპირისპირების თარიღი, მეტოქეები ერთმანეთის "კბენას" განაგრძობენ.

ჰეი ირწმუნება, ვლადიმირი ყოველთვის სუსტ მეტოქეებს არჩევდა, აქამდე დაუმარცხებლად ამიტომ მოაღწია და აუცილებლად ნოკაუტში გავისტუმრებო. რაც შეეხება კლიჩკოს, მან ბრიტანელი ძაღლს შეადარა, რომელიც მხოლოდ ყეფს, კბენა კი არ შეუძლია. "ჰეიმ რამდენჯერმე აარიდა თავი ჩემთან და ჩემს ძმასთან ბრძოლას. ახლა კი დროა გვაჩვენოს, რა შეუძლია სინამდვილეში", - თქვა უმცროსმა კლიჩკომ.