"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები დაამარცხეს - კვირის პალიტრა

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები დაამარცხეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები რუმინეთის გუნდს 6-ქულიანი სხვაობით ამარცხებს - 13:7.

ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, 2 ჯარიმა კი თედო აბჟანდაძემ გაიტანა. რუმინელებმა 1 ლელოთი გვიპასუხეს.

პირველი ტაიმის პირველი ნახევრის შემდეგ საქართელოს ნაკრები კაცნაკრული თამაშობდა - მოედნიდან შალვა მამუკაშვილი გააძევეს.

მეორე ტაიმში რუმინელებმა ჩვენი ჩათვლის მოედანი 1-ხელ აიღეს, ჩვენმა ბიჭებმა კი ორი ლელო დადეს - ჯერ გიგაშვილმა (გარდასახვა აბჟანდაძე) და შემდეგ ტაბუცაძემ (გარდასახვა ბაბუნაშვილი. შეხვედრა კი ბაბუნაშვილი არენკით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა  28:17 დაამარცხა მეტოქე.

გამარჯვების შედეგად "ბორჯღალოსნებმა" ანთიმოზ ივერიელის სახელობის გარდამავალი თასი და რაგბი ევროპის ჩემპონობა მოიპოვეს!

"ინტერპრესნიუსი"