ბასილაშვილი კალიარის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

ბასილაშვილი კალიარის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში ინგლისელ ლიამ ბროდს 6:4, 6:2 სძლია.

ბასილაშვილი 30 წლის გერმანელს აქამდე ხუთჯერ შეხვდა და ორჯერ დაამარცხა.

ბასილაშვილისა და შტრუფის შეხვედრა 9 აპრილს თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

sportall.ge