ქალებსაც დავერიეთ - კვირის პალიტრა

ქალებსაც დავერიეთ

ქართულ სპორტში მსაჯების ცემა-ტყეპა ახალი არავისთვის არის, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხში "ახალ სიმაღლეებს" ვიპყრობთ.

სამარცხვინო გმირობის ავტორად კი გასული კვირის ბოლოს შსს-ს კალათბურთელი - ბესიკ ლეჟავა მოგვევლინა. საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში, ლეჟავას გუნდი "სოხუმს" ხვდებოდა და საფინალო სირენამდე 13,3 წამით ადრე, 79:75 აგებდა, როცა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, შეხვედრის ერთ-ერთმა არბიტრმა მაკა კუპატაძემ ლეჟავა მოედნიდან გააძევა. ამ უკანასკნელმა კი მსაჯს ჯერ თავი ჩაარტყა სახეში, მერე კი მუცელში წიხლიც მიაყოლა! ამას მოედანზე მაყურებლის შევარდნა მოჰყვა და რადგან კუპატაძემ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, მატჩი შეწყდა და გამარჯვებულად "სოხუმი" გამოცხადდა.