ლიდერთა შორის ვართ - კვირის პალიტრა

ლიდერთა შორის ვართ

მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, ჯერჯერობით, ჩვენი საქმე კარგად მიდის. შვიდი ტურის შემდეგ (კვირას ჩატარებული მატჩების შედეგები გათვალისწინებული არ არის. - ავტ.), ტურნირს ორი ლიდერი ჰყავდა - 6-6 ქულით ცხრილის სათავეში ბელა ხოტენაშვილი (2470) და ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე (2504) მოექცნენ.

ბოლო ორ ტურში, ხოტენაშვილმა ჯერ თანამემამულე ნაზი პაიკიძე (2408), შემდეგ კი ევროპის ექსჩემპიონი, ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2506) დაამარცხა. მერვე ტურში ერთმანეთს სწორედ ლიდერები -  ხოტენაშვილი და ჩმილიტე დაუპირისპირდნენ, მაგრამ მატჩის შედეგის თქვენთვის მოწოდება, გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია.