240 მილიონი რონალდუსთვის - კვირის პალიტრა

240 მილიონი რონალდუსთვის

ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალი" მზადაა, თავის ლიდერსა და საუკეთესო ბომბარდირს - კრიშტიანუ რონალდუს შეელიოს. Daily Mail-ის ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან განშორებაზე სამეფო კლუბი იმიტომ დაფიქრდა, რომ რონალდუსა და ჟოზე მოურინიოს შორის შავმა კატამ გაირბინა...

და ვის შეუძლია პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის შეძენა? რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტის" მფლობელ არაბ შეიხებს. მანჩესტერულ კლუბში ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა, ინგლისური გაზეთების მტკიცებით, "სიტი" მზად არის პორტუგალიელის სანაცვლოდ 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, რაც დაახლოებით 240 მილიონი დოლარია.