რეგლა - მეტი - კვირის პალიტრა

რეგლა - მეტი

ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა იზრდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა მომავალი სეზონიდან 12-მდე გაიზრდება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, სფფ-მ უკვე მოამზადა პროექტი, რომელსაც უკვე ათანხმებენ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთან. პროექტს ივნისში სფფ-ის აღმასკომზე დაამტკიცებენ. სიჭინავა დარწმუნებულია, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე ყველა კლუბს სპონსორი ეყოლება, თამაშების რაოდენობის გაზრდა კი ჩემპიონატის დონის ზრდას წაადგება. ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის თქმით, გადაწყვეტილია, რომ ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდი მინიმუმ 1 მილიონი ლარი იქნება.

თუ რეგლამენტი მართლაც შეიცვალა,  ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატის აუტსაიდერები - ცხინვალის "სპარტაკი" და "სამტრედია" უმაღლეს ლიგაში ავტომატურად დარჩებიან. არადა, თუ ფეხბურთის ფედერაციაში სეზონის ბოლომდე არ იცდიდნენ, და ახალი ინიციატივის შესახებ მაინცდამაინც სეზონის დასრულებამდე  უნდა  გამოეცხადებინათ, ბარემ წლის დასაწყისშივე ეთქვათ კლუბებისთვის, აღარ ინერვიულებდა მაინც ეს ხალხი ტყუილუბრალოდ...