დანია-ფინეთის მატჩისას შეუძლოდ მყოფი კრისტიან ერიკსენი კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

დანია-ფინეთის მატჩისას შეუძლოდ მყოფი კრისტიან ერიკსენი კლინიკაში გადაიყვანეს

ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის 42-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა. მომხდარის გამო დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა.

დანიის ნაკრების ფეხბურთელს პირველადი დახმარება მოედანზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.