გიგზს სპონსორებმაც უგანეს - კვირის პალიტრა

გიგზს სპონსორებმაც უგანეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერან ვარსკვლავ რაიან გიგზს შავი დღეები უდგას.

მას შემდეგ, რაც უელსელი ფეხბურთელისა და ექს-მოდელ იმოჯენ ტომასის სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი გახმაურდა, ლამის ყოველდღიურად მჟღავნდება 37 წლის მოთამაშის ახალ-ახალი "გმირობები". გიგზი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს და აქამდე სანიმუშო მეოჯახედ მიიჩნეოდა, სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ასეთი. მეტიც, იმოჯენ ტომასთან რომანის გახმაურებიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ რაიანი რვა წლის განმავლობაში ხვდებოდა მავან ნატაშას, ის კი, არც მეტი, არც ნაკლები... ფეხბურთელის ძმის - როდრი გიგზის ცოლია!

თუმცა, სერიალი "გიგზი და მისი საყვარლები" ამით არ დასრულებულა. ასპარეზზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანის მესამე საყვარელიც გამოჩნდა. და მართალია, ამ ქალთან ორწლიანი რომანი გიგზმა 2007 წლამდე, თავის ქორწილამდე დაასრულა, "მე რა, ფეტვი ხომ არ მირევიაო" და დანარჩენი სატრფოების მარაქაში გარევა რაიანის ყოფილმა "მეგობარმაც" გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრებისა და მეგობრების შემოძარცვის შემდეგ, გიგზს სპონსორებმაც უგანეს - ცნობილმა სპორტულმა ფირმა  ღეებოკ-მა უკვე გაწყვიტა კონტრაქტი უელსელ ფეხბურთელთან და რაიანს შეუძლია, რაინდის წოდებაზე ოცნებასაც თავი დაანებოს.