ორი დღის 19 მედალი - კვირის პალიტრა

ორი დღის 19 მედალი

გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტრადიციულ "ოქროს დიდ პრიზს" ამჯერადაც თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობდა 15 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომელთა შორისაც, ბუნებრივია, ბერძენ-რომაელებშიც და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორისაც, მასპინძლები ჭარბობდნენ. საწყის ორ დღეში ჩვენებმა 19 მედალი მოიგეს: 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ოქრო დავით მოძმანაშვილმა, გიორგი ედიშერაშვილმა და შალვა მუზიაშვილმა მოიგეს. ვერცხლი ელიზბარ ოდიკაძემ, ბრინჯაოს მედლებს კი მალხაზ ზარქუა, გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე, ტრისტან ჩირგაძე, გივი დავიდოვი, ლევან სეთურიძე და დავით ქერაშვილი დაეუფლნენ. რაც შეეხება "კლასიკოსებს" - ჩემპიონები ლაშა გოგიტაძე და ირაკლი ქაჯაია გახდნენ, ვერცხლის მედლები მარადი ზოიძემ და მანუჩარ კვირკველიამ დაისაკუთრეს, მესამე ადგილზე კი მუხრან მაჭუტაძე, ლაშა ლოლაშვილი, იაკობ ქაჯაია და მანუჩარ ცხადაია გავიდნენ.