ათიანი ხურციძისთვის - კვირის პალიტრა

ათიანი ხურციძისთვის

ყველაზე მაღალრეიტინგიანმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ 13 მარტს პოლონელი მარიუშ სენდროვაკი დაამარცხა და საშუალო წონით კატეგორიაში IBO-ს (კრივის საერთაშორისო ორგანიზაცია) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

"ტორნადომ" უკვე მოპოვებული ტიტულის დაცვაც მოასწრო და რამდენიმე დღის წინ კოლუმბიელ დიონისიო მირანდას პირველივე რაუნდში "ახეხინა" ცხვირით კიევის რინგის ფიცარნაგი. ამ გამარჯვებით 32 წლის ქუთაისელმა ჩემპიონის ტიტულიც დაიცვა და რეიტინგშიც შვიდი საფეხურით დაწინაურდა. ახალგამოქვეყნებულ რეიტინგში ავთანდილ ხურციძე მე-10 ადგილზეა 315 ქულით. შეგახსენებთ, რომ პროფესიულ რინგზე ჩატარებული 29 ორთაბრძოლიდან, "ჩაქუჩას" (ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) 25 აქვს მოგებული.