"დინამო" ესპანეთს კიდევ უფრო "მიუახლოვდა" - კვირის პალიტრა

"დინამო" ესპანეთს კიდევ უფრო "მიუახლოვდა"

თბილისის "დინამომ" ესპანეთისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ახლახან გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანელი ალექს გარსია დაინიშნა, გასული კვირის მიწურულს კი თბილისურ კლუბს მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო და გენერალური დირექტორი კლემენტე ვალვერდე ესტუმრნენ.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც კლუბებს შორის გაცვლითი ტიპის ურთიერთობას გულისხმობს. ლაპარაკია ქართველი მწვრთნელებისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების ესპანეთში მომზადებაზე, ამხანაგურ მატჩებზე და ა.შ. გარდა ამისა, შესაძლოა, "ატლეტიკომ" ახალ პარტნიორს ევროპის ლიგისთვის რამდენიმე მოთამაშეც "მიაშველოს".