ყველაზე ძვირი... ბუცები - კვირის პალიტრა

ყველაზე ძვირი... ბუცები

საფრანგეთის ნაკრებისა და PSJ-ს ფეხბურთელმა მამადუ საკომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბუცები - Nike Swarovski შეუკვეთა.

აღნიშნული ბუცების საბაზო მოდელად გამოიყენეს Nike Mercurial Superfly II  FG, რომელიც პარიზის ერთ-ერთი სტუდიის ახალგაზრდა დიზაინერმა დაამუშავა. საბაზო მოდელის ფასი 400 დოლარს არ აღემატება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საფეხბურთო ფეხსაცმელი ცნობილი საიუველირო ფირმა "სვაროვსკის" 5 ათასამდე ფერადი ქვით არის შემკული, თითოეული ქვის ფასი კი 65-დან 280 დოლარამდე მერყეობს, დავრწმუნდებით, რომ საქმე მართლაც ყველაზე ძვირად ღირებულ ბუცებთან გვაქვს!

იმისთვის, რომ ფრანგული და ბრაზილიური ფეხბურთის იდენტურობას(?!) გაესვას ხაზი, მამადუს სურვილით მარცხენა ბუცი საფრანგეთის დროშის ფერების ქვებით არის მოოჭვილი, მარჯვენა კი - ბრაზილიის დროშის ფერებით. საკითხავი მხოლოდ ის არის, რისთვის უნდა მამადუს ეს ბუცები - სათამაშოდ თუ "ვიტრინაში დასადებად"?