ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილი ​მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა - კვირის პალიტრა

ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილი ​მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ​მსოფლიო ჩემპიონია. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, სპორტსმენმა იტალიის ქალაქ ოლბიაში მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის მოიგო.

ფინალში მან აზერბაჯანელი მეტოქე თურან ბაირამოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

სარდალაშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

"ინტერპრესნიუსი"