ახალგაზრდებმა "ქაისერთან" წააგეს - კვირის პალიტრა

ახალგაზრდებმა "ქაისერთან" წააგეს

გასულ პარასკევს საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები თურქულ "ქაისერისფორს" ესტუმრა და ამხანაგურ მატჩში 0:1 დამარცხდა. როგორც ცნობილია, "ქაისერისფორს" შოთა არველაძე წვრთნის და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ მისი და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ოთარ გაბელიას შეთანხმების შედეგად დაიგეგმა ვინაიდან 15 ივლისი ფიფას ოფიციალურ კალენდარში შესულ სათამაშო დღეებს არ ემთხვეოდა, გაბელიამ  ლეგიონერების გამოძახება ვერ შეძლო და თან საქართველოს ჩემპიონატში მობურთალი ჭაბუკები იახლა. მატჩის ერთადერთი გოლი  55-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ გავიდა, რომელიც ზუსტად ჰასან ქალდირიმმა  შეასრულა. რამდენიმე კვირის წინ, "ქაისერისფორში" საქართველოს ნაკრების მცველი - ზურაბ ხიზანიშვილიც გადაბარგდა, რომელმაც ქართველ 21-წლამდელებთან მატჩი ძირითად შემადგენლობაშიI დაიწყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.