სამი მესამის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

სამი მესამის წინააღმდეგ

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა (93) ბაქოს 220-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში სამსაათიანი ბრძოლა გაუმართა მსოფლიოს მესამე ჩოგანს - ვერა ზვონარევას და მხოლოდ მესამე სეტში დამარცხდა.პირველი სეტის წაგების (5:7) შემდეგ, 21 წლის ტატიშვილმა მეორე სეტი თავის სასარგებლოდ (7:6) დაასრულა, გადამწყვეტ სეტში კი ძალა აღარ ეყო (2:6). მატჩი სამ საათსა და სამ წუთს გაგრძელდა. წაგების მიუხედავად, ანამ 70 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რაც შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიოს საუკეთესო 90 მეჩოგნეს შორის მოხვდეს.