პირველი ჩილელი - კვირის პალიტრა

პირველი ჩილელი

ალექსის სანჩესი პირველი ჩილელი ფეხბურთელია, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" მაისურს მოირგებს.ესპანური გრანდის ხელმძღვანელები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ "უდინეზედან" მის გადასაბირებლად და, როგორც იქნა, გასულ კვირას საწადელს მიაღწიეს. 22 წლის სანჩესმა "ბარსელონასთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იტალიურმა კლუბმა ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო მიიღო. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩილელი კატალონიურ კლუბში წარმატებით ითამაშებს, "უდინეზეს" ბოსები დამატებით 11,5 მილიონ ევროსაც ჩაიჯიბავენ.