სიძე ყველაზე ძვირფასია - კვირის პალიტრა

სიძე ყველაზე ძვირფასია

მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა - "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "ატლეტიკოსგან" 38 მილიონ გირვანქა სტერლინგად სერხიო - იგივე კუნ აგუერო შეიძინა.

მარადონას სიძემ (აგუერო ლეგენდარული დიეგოს ქალიშვილის - ჯანინას ქმარია - ავტ.) ინგლისურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელფასის სახით კი წელიწადში 9 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს! მიუხედავად იმისა, რომ "სიტის" არაბი მფლობელები ფულს წაღმა-უკუღმა ფანტავენ, 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულია მანჩესტერული კლუბის ისტორიაში.