მესამეც წავაგეთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება 24 ივლისს დაიწყო და ავსტრიელებთან ორი საკონტროლო მატჩის ჩატარებაც მოასწრო.ჩვენი გუნდი ორივეჯერ დამარცხდა - 56:64 და 54:72,  რის შემდეგაც, საქართველოს ნაკრებმა ესტონეთში გადაინაცვლა და ოთხთა ტურნირში ჩაება, სადაც მასპინძელთა ნაკრების გარდა, შვედეთი და აშშ-ის რამდენიმე კოლეჯის კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდიც თამაშობს. პირველ ტურში ჩვენი ნაკრები ესტონელებს შეხვდა და ამჯერადაც წააგო - 75:82. საქართველოს ნაკრები აქამდე ყურადღებას ძირითადად ფიზიკურ მომზადებას უთმობდა, აგვისტოს ბოლომდე, კალათბურთელები კიდევ არაერთ
ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. ესეც რომ არა, მთავარია, ოფიციალურ შეხვედრებში ვივარგოთ, საკონტროლო მატჩებში კი შედეგი ნამდვილად არ არის უმთავრესი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?