ორივენიცა - კვირის პალიტრა

ორივენიცა

მაინცა, მაინცა? ორივენიცა! არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ ფეხბურთის ქართველ ქომაგს არჩევანის გაკეთება არ უნდა და ევროტურნირებს შემორჩენილი ორივე ჩვენებური კლუბის მატჩების ხილვა სურს.როგორც ცნობილია, ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრებს თბილისის "დინამოც" და "ზესტაფონიც" 18 აგვისტოს ატარებენ, იმერული კლუბი - თბილისში, "დინამო" - ათენში. პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ორივე ქართული გუნდი ერთ დღეს თამაშობს, თუმცა, შეხვედრების დაწყების დრომ გულშემატკივრებს  შვებით ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა - "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" მატჩი ეროვნულ სტადიონზე 20.30 საათზე დაიწყება, სტადიონიდან შინ მისულ თბილისელებს  კი 22.45 საათზე "აეკისა" და "დინამოს" რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ. ორივე ამ მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.