"ვეფხვი" უკვე მადრიდშია - კვირის პალიტრა

"ვეფხვი" უკვე მადრიდშია

"პორტუს" კოლუმბიელმა ფორვარდმა - რადამელ ფალკაომ 40 მილიონ ევროს ეშხს ვერ გაუძლო და ამიერიდან "ვეფხვად" წოდებული კოლუმბიელი ხუთი წლით მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას დაიცავს.გასულ სეზონში ფალკაომ ფურორი მოახდინა - "პორტუს" მაისურით 38 გოლი გაიტანა, აქედან 17 რადამელმა ევროპის ლიგაზე მიითვალა და ამ მაჩვენებლით ევროთასების რეკორდიც დაამყარა. სულ კი პორტუგალიური კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 84 მატჩში კოლუმბიელმა თავდამსხმელმა 73(!) გოლი გაიტანა.