გვარდიოლა მოურინიოზე სექსუალურია! - კვირის პალიტრა

გვარდიოლა მოურინიოზე სექსუალურია!

გასულ კვირას მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ზედიზედ ორი დარტყმა მიიღო: ჯერ იყო და, "ბარსელონამ" ცხვირწინ ააფცქვნა ესპანეთის სუპერთასი, მერე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქომაგი, პარაგვაელი ლამაზმანი ლარისა რიკელმე გამოვიდა სიტყვით და "ბარსასთან" მორიგი წაგებით გულდამწვარი ჟოზეს ცეცხლზე ნავთი დაასხა, - აქაოდა, კატალონიური კლუბის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა მოურინიოზე გაცილებით სექსუალურიაო. გარდა ამისა, რიკელმეს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის ღირსებას კრიშტიანუ რონალდუ იცავს, "ბლაუგრანა" მაინც "რეალზე" მომხიბვლელად გამოიყურება. თუმცა, ლარისამ არც ის დამალა, რომ სიამოვნებით გააბამდა რომანს მადრიდელთა კარის დარაჯ იკერ კასილასთან.