იაროსლავლის ტრაგედია - კვირის პალიტრა

იაროსლავლის ტრაგედია

7 სექტემბერს, თვითმფრინავი "იაკ-42", რომელშიც იმყოფებოდა ჰოკეის გუნდი "ლოკომოტივი იაროსლავლი", აეროდრომიდან აფრინდა. რამდენიმე წუთში კი საზარელი ტრაგედია დატრიალდა.ადგილობრივი დროით 16.00 საათზე, იაროსლავლის მახლობლად მიწას დაენარცხა, თვითმფრინავის ცხვირი მდინარე ვოლგისა და ტუნოშნაიას შესართავში ჩავარდა, კუდი კი ხმელეთზე დარჩა.

KvirisPalitra.Ge45 კაციდან გადარჩა ორი...

ლაინერი ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მიფრინავდა იქაურ "დინამოსთან" მატჩის ჩასატარებლად.

ამ საშინელ კატასტროფას ემსხვერპლა იაროსლავლის ჰოკეისტთა გუნდის ძირითადი შემადგენლობა, მწვრთნელები და პერსონალი. - 45 კაციდან გადარჩა ორი...

დაღუპულ ჰოკეისტთა შორის ათამდე უცხოელია, კერძოდ, უკრაინის, კანადის, სლოვაკეთის, ჩეხეთის და შვედეთის მოქალაქეები.

კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

კატასტროფის ზუსტი მიზეზები გაირკვევა შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ.

თვითმფრინავი სიმაღლის აღებისთანავე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ის ასაფრენ ბილიკზე შუქურის ანტენას წამოედო და აფეთქდა.

ვერსიებს შორის არის - ლაინერის გაუმართაობა და პილოტის შეცდომაც.

KvirisPalitra.Geმსოფლიო გლოვობს

რუსეთის და მსოფლიო საზოგადოებრიობა შეძრა სპორტსმენთა დაღუპვამ. ხალხი იაროსლავლში, მოსკოვში, პრაღასა და სტოკჰოლმში შეიკრიბა, რათა პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას.