კალენდარია თუ ავდარი? - კვირის პალიტრა

კალენდარია თუ ავდარი?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ქვეჯგუფის მეტოქეებში გაუმართლაო, ვერავინ იტყვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კალენდარს ნამდვილად ვერ დავიწუნებთ. ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები სექტემბერში მოგვიგებს თუ მარტში, დიდი განსხვავება არაა, თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპს ორი საშინაო მატჩით რომ ვიწყებთ, მერე კი ფინეთს ვსტუმრობთ, ურიგო არ უნდა იყოს და წესით, არც ბრაზილიის საგზურის ნაადრევად გამოტირებამ უნდა მოგვიწიოს. დანარჩენი კი თავად წაიკითხეთ და გადაწყვიტეთ, ასეთი კალენდარი ჩვენთვის "დარია" თუ "ავდარი":

2012 წელი

7 სექტემბერი - საქართველო-ბელორუსი

11 სექტემბერი - საქართველო-ესპანეთი

12 ოქტომბერი - ფინეთი-საქართველო

16 ოქტომბერი - ბელორუსი-საქართველო

2013 წელი

22 მარტი - საფრანგეთი-საქართველო

6 სექტემბერი - საქართველო-საფრანგეთი

10 სექტემბერი - საქართველო-ფინეთი

15 ოქტომბერი - ესპანეთი-საქართველო