"უეფას თასი" სპორტის სასახლეში - კვირის პალიტრა

"უეფას თასი" სპორტის სასახლეში

27-30 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლე "უეფას ფუტსალის თასის" ძირითად ეტაპს უმასპინძლებს.მასპინძელი "იბერია სტარის" გარდა, ტურნირში სლოვაკური "სლოვ-მატიკი", ბელორუსის "მაპიდი" და შვეიცარიული "ჟენევა" ითამაშებენ. ქვეჯგუფში 1-2 ადგილზე გასული გუნდები "უეფას ფუსტალის თასის" ელიტრაუნდში საგზურს მოიპოვებენ. ტურნირზე დასწრება უფასოა, "იბერია სტარის" მონაწილეობით გამართული სამივე მატჩის ჩვენებას კი (მასპინძელთა შეხვედრები სამივე დღეს 18.00 საათზე იწყება. - ავტ.) საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

ამჟამად, "იბერია სტარს" უეფას რეიტინგში მე-8 ადგილი უჭირავს და ადგილობრივი მოთამაშეების გარდა, ბრაზილიელი ლეგიონერებითაც არის გაძლიერებული.