რუმინეთს ინგლისმა გადაუარა - კვირის პალიტრა

რუმინეთს ინგლისმა გადაუარა

28 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს - ბორჯღალოსნებს ძველ და პრინციპულ მეტოქესთან, რუმინეთის ნაკრებთან ელით შერკინება. ჩვენს ქვეჯგუფში რუმინეთი ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ქართველებს არაერთხელ მოუგიათ და მათგან ამჯერადაც მხოლოდ გამარჯვებას ველით. მსოფლიო თასზე მოგების იმედი კარპატელებს მხოლოდ ჩვენთან თუ ექნებათ და ამიტომაც ორშაბათის მატჩისთვის გამალებით ემზადებიან, თუმცა, მთლად კარგ ხასიათზე ვერ უნდა იყვნენ - ჩვენამდე (24 სექტემბერს. - ავტ.) "მუხის ფოთლებს" ინგლისურმა ქარიშხალმა გადაუარა (67:3) და საქართველოს ჯავრი კარპატელებზე იყარა. ჩვენი ნაკრები ამჟამად მასტერტონში ემზადება და ქუბრიაშვილის, ზირაქაშვილის, თოდუასა და მაჩხანელის გარეშე ვარჯიშობს. ზირაქას ტრავმა საშიში არ არის და სავარაუდოდ, რუმინეთთან მწყობრში იქნება, ისევე, როგორც თოდუა. მაჩხანელის თამაში გამორიცხულია, ქუბრიაშვილის საკითხი კი მატჩის წინ გაირკვევა.